მცხეთა-მთიანეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან – ძლიერი წვიმის შედეგად ჩაიკეტა გზები და დაზიანდა სახლები. მლეთაში ადიდებულმა მდინარე არაგვმა საცხოვრებელი სახლების ნაწილი მნიშვნელოვნად დააზიანა. უხვი ნალექის გამო ჩაკეტილია ჟინვალი-ბარისახოს გზის ნაწილიც. ზემო მლეთაში იწმინდება მდინარის კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორია. ბარისახო-შატილის გზის გარკვეული ნაწილი ცოტა ხნის წინ გაიხსნა. თუმცა გარკვეულ ნაწილებზე კვლავ მეწყერი ჩამოწვა და იქ ახლა გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ვაკო ორმოცაძის ჩართვა სტიქიის ზონიდან.