ზემო სვანეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო. მდინარე მესტიაჭალაში წყლის დონემ იკლო. ადგილზე მიმდინარეობს ცოცხალი ძალისა და სპეცტექნიკის მობილიზება. ამასთან, სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ ის ადგილიც, სადაც, არსებული ინფორმაციით, წარმოიქმნა ხელოვნური საგუბარი და ღვარცოფული პროცესები გამოიწვია.