უამინდობამ პრობლემები შექმნა მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც. 6 თებერვალს მოსულმა უხვმა ნალექმა დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში საავტომობილო გზებზე გადაადგილებისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია. აქტიურად გრძელდება როგორც ცენტრალური, ასევე სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები. პარალელურად, ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. უამინდობის გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში შექმნილ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.