სტიქია თბილისში

თბილისში წუხანდელი წვიმით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრით გახსნა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომა. თბილისის მერის თქმით, უხვმა ნალექმა თბილისში პრობლემები შექმნა, მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებული იყო და მოხდა დროული რეაგირება. კალაძის ინფორმაციით, უხვი ნალექის რაოდენობამ 2015 წლის 13 ივნისს მოსული ნალექის რაოდენობას ორჯერ გადააჭარბა. დედაქალაქის მერმა ღამის განმავლობაში აუცილებელ სამუშაოებში ჩართულ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.