სტიქია სვანეთში

სტიქია მესტიაში. ძლიერი წვიმის გამო, წყალსადენი მილები დაზიანდა, მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. ადიდებულმა მდინარემ „მესტიაჭალაჰესი 1“-ზე შენობა დატბორა და მისი ინფრასტრუქტურა დააზიანა. წყალმა წაიღო რამდენიმე ავტომობილი. დაშავებულები არ არიან. სტიქიის ზონაში სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები  მუშაობენ.