სტიქიის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში ამ დრომდე რთული მდგომარეობაა. სოფელში დილიდან მუშაობს ტექნიკა, იწმინდება გზები. ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის გამო, მდინარე საცხენეთი ადიდდა. ადიდებული წყალი გზაზე გადმოვიდა, დატბორილია სავარგულები, დაზიანებულია ბოგირები. რამდენიმე ოჯახი სახლებში მხოლოდ შემოვლითი გზებით ახერხებს მისვლას. მთიდან წამოსულმა ღვარცოფმა ელექტროგადამცემი ხაზების ბოძიც დააზიანა. ელექტროენერგიის მიწოდება გუშინ ღამითვე აღადგინეს. ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებიც.