სტიქია შიდა ქართლში

მეწყრული კერები გააქტიურდა შიდა ქართლშიც. სტიქიას ებრძვიან ქვიშხეთში. კრიტიკულ ზონაში ორი სახლი მოჰყვა, ოჯახები ტერიტორიიდან გაიყვანეს. უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა დაბა სურამშიც. მთიდან ჩამოსულმა წყალმა და ნაშალმა მიწის მასამ გურამიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია დატბორა. ადგილს გეოლოგები სწავლობენ. გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე 40-მდე ოჯახი. დასკვნისთვის გეოლოგებს ერთი კვირა დასჭირდებათ – ამის შემდეგ დეტალური კვლევები დაიგეგმება. პარალელურად, შესაბამისი სამუშაოები ტარდება.