ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, საგურამოში გზების გაწმენდა მიმდინარეობს. აღდგენითი სამუშაოები გრძელდება წყალმომარაგების მთავარ ნაგებობაზეც, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა. სწორედ ამ მიზეზით, დედაქალაქის უმეტესობა წყლის გარეშეა დარჩენილი. უხვი ნალექის გამო, საგურამოში გათიშული იყო ელექტროენერგიაც.
თამუნა ნადარეიშვილი დეტალებით.