საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ წუთებში სპეციალური კომისია მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს ითვლის. ძლიერმა სეტყვამ რამდენიმე სოფელში – დიდ და პატარა ჩაილურში, შიბლიანში, ვერხვიანში, კაკაბეთში, მზისგულში, ყანდაურასა და ბადიაურში საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები და შიდა საუბნო გზები დააზიანა. უამინდობის შედეგად ზიანი მიადგა რამდენიმე საცხოვრებელ სახლსაც.