თბილისისგან განსხვავებით, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში. მარნეულში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე ალგეთი. დატბორილია ცენტრალური ბაზრის ტერიტორია. ამ წუთებში ადგილზე იმყოფება ქვემო ქართლის გუბერნატორი და მარნეულის მერი. მიყენებულ ზიანს ზარალის დამთვლელი კომისია დაადგენს.