რაჭა მოვლენების ეპიცენტრშია. ძლიერი წვიმის შედეგად, ონში გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან, 21 მოქალაქე უკვე გამოიყვანეს. მამისონის ერთ-ერთ დაზიანებულ მონაკვეთზე უკვე მოწყობილია შემოვლითი გზა, მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება.
დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის პროცესში პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სამთავრობო სამსახურის წარმომადგენლები არიან ჩართულნი. უხვი ნალექის შედეგად, რაჭის 12 სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. დაზიანებულია ათი ხიდი. 2000 მოსახლეა დარჩენილი გზისა და ელექტროენერგიის გარეშე.
ირმა ჭოლაძე დეტალებით.