რაჭაში სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ნაწილს გამოიყვანენ. ონში სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ადგილზე პრემიერის დავალებით შექმნილი ჯგუფი უკვე ჩავიდა. უხვი ნალექის შედეგად, რაჭის 12 სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. დაზიანებულია ათი ხიდი. 2000 მოსახლეა დარჩენილი გზისა და ელექტროენერგიის გარეშე. 400 აბონენტს არ მიწოდება წყალი.