ქვემო სვანეთში სტიქიამ პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარე მუხრამ სოფელ ტვიბთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, რის გამოც სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ასევე, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სოფლებში – დურასა და ესიერში, სადაც შიდა გზების დამაკავშირებელი ორი ხიდია წაღებული. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოსახლეობა დაზარალებული არ არის, თუმცა ნალექის გაგრძელების შემთხვევაში, საფრთხე დასახლებულ პუნქტს დაემუქრება.