სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან რაჭა-ლეჩხუმში.
ძლიერი წვიმის და ქარის შედეგად ექვს სოფელში შეიქმნა პრობლემები. დაზიანებულია მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და ჩახერგილია სოფლების დამაკავშირებელი გზები. დილიდან მუშაობენ სპეციალური ჯგუფები და რამდენიმე სოფელში გზის ნაწილი უკვე თავისუფალია.