ლენტეხის რაიონის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია.
სტიქიის შედეგად მდინარე ჩოლშურა ადიდდა და სოფელ დვრიშში, ტვიბსა და ესიერთან დამაკავშირებელი გზა ჩახერგა.
ლენტეხის გამგებლის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სოფლებთან დამაკავშირებელი გზა მთლიანად წაღებულია, ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები.