სტიქია ხობის მუნიციპალიტეტში

ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. სტიქიის შედეგად, ყველაზე მეტად სოფელი ახალი ხიბულა დაზარალდა. ძლიერმა ქარმა 10-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ადგილობრივების ინფორმაციით, ქარს ახლდა ძლიერი წვიმა, დაიტბორა პირველი სართულები და სრულად გაუნადგურდათ საყოფაცხოვრებო ნივთები. დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები და განადგურდა მოსავალი. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები. როგორც მერიის წარმომადგენელი აცხადებს, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და დაზარალებულ მოსახლეობას გაეწევათ შესაბამისი დახმარება.