ძლიერი სეტყვა ხაშურში. სტიქიამ მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელში მოსავალი გაანადგურა. დაიტბორა ვენახები, ხეხილის ბაღები და ბოსტნეული. სეტყვა, ადგილობრივების თქმით, 20 წუთი გრძელდებოდა, რასაც ძლიერი წვიმა და ქარიც მოჰყვა.