სტიქიის შედეგად დაზიანებულ ალავერდის საკათედრო ტაძარში და მის გარე პერიმეტრზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა. ადგილზე სიტუაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო შეისწავლის. დასკვნის შემდეგ დაიწყება უშუალოდ სამუშაოები. ალავერდელი მიტროპოლიტის განცხადებით, სტიქიამ გაანადგურა მეთერთმეტე საუკუნის მონასტრის გუმბათის სახურავი და ჯვარი, ამასთანავე დაზიანებულია მეჩვიდმეტე საუკუნით დათარიღებული სამრეკლოს ყველა შენობა-ნაგებობა, რომელიც მონასტრის ტერიტორიაზეა განთავსებული. ამ დროისთვის, ვიზიტორებისთვის ალავერდის ტაძარში სტუმრობაზე შეზღუდვა არაა დაწესებული.