კახეთი სტიქიამ კიდევ ერთხელ დააზარალა.
რეგიონის სამ რაიონში ზარალს ითვლიან. თელავის, ახმეტის და ლაგოდეხის მოსახლეობა მოსავლის ნაწილის გარეშე დარჩა. უხვი ნალექის და მდინარეების ადიდების შედეგად დატბორილია სახლების პირველი სართულები და სახნავ-სათესი მიწები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. სამაშველო ბრიგადები ახლა კალაპოტიდან გადმოსული მდინარეების კალაპოტში დაბრუნებას ცდილობენ.