მეორე დღეა, სტიქიას ებრძვიან კახეთში. ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა ლაგოდეხში. ხე დაეცა ლაგოდეხის ნაკრძალში მდებარე ვიზიტორთა ცენტრს, რის შედეგადაც დაზიანდა ორსართულიანი შენობის სახურავი და ჭერი. დაიბზარა კედლები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სტიქიამ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში ნაწილობრივ დააზიანა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი და დატბორა პირველი სართულები. შესაბამისი სამსახურები სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ.