ძლიერი ქარი და სეტყვა, რომელიც ნახევარ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, წინანდალი, ვანთა, ბუშეტი და ხოდაშენის ნაწილი დააზარალა. სეტყვის შედეგად 50-დან 90 პროცენტამდე განადგურებულია ვენახები და ხეხილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ წელს ყურძნის მოსავლის გარეშე დარჩებიან. პრობლემები შეიქმნა გზებზეც. გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. კახეთში, სპეციალური კომისია ზარალს ითვლის.
მოამბე