გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დილიდან ითვლიან. ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ჭანდარში, ძირკოკსა და ვეჯინში ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები დააზიანა.
მოსახლეობა ამბობს, რომ ასი პროცენტითაა განადგურებული ვენახები და წელს ყურძნის მოსავლის გარეშე დარჩებიან. სოფლებში დილიდან სპეციალური კომისიის წარმომადგენლები მუშაობენ. მერიაში აცხადებენ, რომ დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას აღმოუჩენენ.