სტიქია დასავლეთ საქართველოში

სტიქიის მძიმე შედეგები დასავლეთ საქართველოში.

ძლიერმა წვიმამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა შეაფერხა. სამგზავრო ტერმინალში ჭერის ჩამონგრევის შედეგად რეისების ნაწილი გადაიდო, ამ დროისთვის აეროპორტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. უხვმა ნალექმა და მდინარეების ადიდებამ ყველაზე მეტად გურია და სამეგრელო დააზარალა. ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაზიანდა გზები და ინფრასტრუქტურა, რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერიც ჩამოწვა. პრობლემები შეიქმნა ელექტრომომარაგებაშიც.

ზარალი მასშტაბურია სამეგრელოშიც.