დასავლეთ საქართველოს სტიქია უტევს. ძლიერმა ნალექმა განსაკუთრებით იმერეთის რეგიონი დააზარალა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, მიწის ნაკვეთები და სათბურები. ადგილობრივი მოსახლეობა მთავარ პრობლემად სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების გაუმართაობას ასახელებს.
რთული ვითარებაა მაღალმთიანი აჭარის სამ მუნიციპალიტეტშიც, სადაც მოსული უხვი ნალექის შედეგად, მეწყრული პროცესებიც განვითარდა, დაზიანებულია ხიდები და საავტომობილო გზა, ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პარალელურად, მუნიციპალიტეტების ბაზაზე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მოსახლეობის ზარალს ითვლის.