დაზიანებული ინფრასტრუქტურა და სავაჭრო ობიექტები სანაპირო ზოლზე – შავი ზღვისპირეთში ძლიერი შტორმია.
ზარალი საკმაოდ მასშტაბურია. ზღვისპირა ქალაქებში უსაფრთხოების ზომებია მიღებული. ძლიერ ქარს უხვი ნალექიც ერთვის. უამინდობამ კვალი დატოვა სამეგრელოშიც. უამინდობაა იმერეთშიც. უღელტეხილებზე სატრანსპორტო შეზღუდვები მოქმედებს. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში სტიქიური პროცესების კიდევ უფრო გაძლიერებას პროგნოზირებენ.