ტყის მასშტაბური ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეპიცენტრი დღეს სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტერიტორიაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინტენსიური ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების შედეგად, ცეცხლის აქტიური კერების რაოდენობა შემცირდა. მეტეოპირობების კუთხით, ხეობაში დღეს უკეთესი ვითარებაა, ქარი ჩადგა, თუმცა ოპერაციაში ჩართულ ავიაციას ცოცხალი ძალის დახმარება ძლიერი დაკვამლიანების გამო უჭირს.
შალვა სუმბაძე მუშაობს სტიქიის ზონაში.