აშშ-ში სტიქიას ებრძვიან.
ძლიერი ყინვის შედეგად არის მსხვერპლი. სხვადასხვა შტატში 60-მდე ადამიანია გარდაცვლილი. სიცივეს ძლიერი ქარიც ერთვის, შედეგად ნაწილობრივ შეზღუდულია ელექტრომომარაგება. ზოგიერთ შტატში ჰაერის ტემპერატურა -50-მდე დაეცა. ეროვნული გვარდია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.