ახმეტის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. სოფელ მატანში თხუთმეტამდე საცხოვრებელი სახლი დატბორა. დაზიანებულია პირველი სართულები და ეზოები. უხვი ნალექი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, დახოცილია შინაური ფრინველი და განადგურებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები, მათ შორის ვენახები და ყანები. ანალოგიური ვითარებაა ქვემო ალვანსა და ოჟიოში. ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.