სტიქია ადიგენის მუნიციპალიტეტში.
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ხეხილის ბაღებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი დააზიანა. სტიქიის შედეგებს ადგილზე მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ეცნობიან. დაწყებულია ზარალის დათვლა.