ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოში, მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ავტომობილი და გარდაცვლილი ორი მგზავრი იპოვეს.
სამაშველო ოპერაცია ისევ გრძელდება კიდევ სამი ადამიანის მოსაძებნად. ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და ცოცხალი ძალა. მთიდან ჩამოშლილმა მიწის მასამ ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაანგრია. მეწყერში მოყვა ავტომობილიც.
სტიქიის ზონაში მუშაობს მერაბ წულუკიძე, რომელიც ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის.