ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობისა და შიდა სასოფლო-საავტომობილო გზების დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ყველა დამეწყრილი მიმართულება ეტაპობრივად გაიხსნება.
აჭარის რეგიონში ორი დღის წინ განვითარებულ მეწყერსა და ზვავს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თხილვანაში ჩამოწოლილმა ზვავმა და მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ზვავს სახლში მყოფმა მამაკაცმა გამოასწრო, ხოლო 60 წლამდე ქალი დაიღუპა. ქედაში კი სტიქიურ მოვლენებს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. რეგიონში მთლიანად 100-ზე მეტ ადგილას განვითარდა მეწყერი.