სტეფანო კუჩიმ ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდთან ერთად პირველი რეპეტიცია ჩაატარა
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში რომის სიმფონიური ორკესტრის ქორმაისტერმა სტეფანო კუჩიმ ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდთან ერთად პირველი რეპეტიცია ჩაატარა.
საქართველოში კუჩის ვიზიტი ენიო მორიკონეს კონცერტს უკავშირდება, რომელიც 19 მაისს ჩატარდება.
ენიო მორიკონე დაგეგმილ ღონისძიებაზე რომის სიმფონიურ ორკესტრს პირადად უდირიჟორებს.
იტალიელ მუსიკოსებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის 70-კაციანი შემადგენლობა შეურთდება.
ენიო მორიკონეს მიერ შექმნილი კინომუსიკის შედევრების მოსმენას მაყურებელი 19 მაისს შეკვეთილში, ბლექ სი არენაზე შეძლებს.
კონცერტი იტალიელი მაესტროს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩატარდება.