ენიო მორიკონეს კონცერტის ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება

15:57, 19.04.2018

ენიო მორიკონეს კონცერტის ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლექ სი არენა“ ავრცელებს.

ბილეთები ონლაინ გვერდებზე გაიყიდება. ბილეთების ფასი 60-დან 300 ლარამდე განისაზღვრა.

სპეციალური შეთავაზებაა შშმ პირებისთვის. მათთვის განკუთვნილი ბილეთები 1+1 პრინციპით – 80 ლარი ეღირება.

„ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი 19 მაისს ლეგენდარული კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება.

მსგავსი