13-წლიანი პაუზის შემდეგ მრავალშვილიანის სტატუსით ოჯახები ისევ ისარგებლებენ.
დეპუტატებმა შენიშვნების გათვალისწინებით კანონპროექტიდან ასაკობრივი ზღვარი ამოიღეს. პარლამენტმა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა რამდნიმე წუთის წინ დაასრულა. ინიციატივის კანონად მიღების შემდეგ თითოეული ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი შვილი, ელექტროენერგიის სუბსიდიის სახით, ყოველთვიურად 20 ლარს მიიღებს, ყოველ მომდევნო ბავშვზე კი – დამატებით 10 ლარს.
აუცილებელია, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციასთან ერთად მათ სარეიტინგო ქულები 300 ათას არ აჭარბებდეს.
კიდევ რა სახის შეღავათებით ისარგებლებენ და რას გულისხმობს დოკუმენტი – გვანცა გავაშელი მოგიყვებათ.