„სტარლინკის“ მაღალ სიჩქარიანი ინტერნეტი საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში მისმა მფლობელმა, ილონ მასკმა დაწერა. „სტარლინკის“ ხელმისაწვდომობის რუკის მიხედვით, სტარლინკის ინტერნეტი ხელმისაწვდომია საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით.
შეგახსენებთ, „სტარლინკი“ ილონ მასკის მიერ შექმნილი თანამგზავრული ინტერნეტის პროგრამაა.