სტანდარტების დანერგვის პირველი ეტაპის შედეგები

ევროპული სტანდარტების დანერგვის პირველი ეტაპის შედეგები წარადგინა წყალმომარაგების კომპანია „ჯივიპიმ“.

ღონისძიებაზე მიმდინარე პროექტებზეც ილაპარაკეს. „ჯივიპის“ მფლობელმა ესპანურმა კომპანიამ Aqualia, 2023 წლის მეორე ნახევრიდან თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებაში ევროპული სტანდარტების დანერგვა ახალი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრების გახსნით დაიწყო. კომპანიის პირველი ეტაპის მთავარი მიზნები ავარიებზე რეაგირების დროისა და ოპერატიულობის მაჩვენებლების გაუმჯობესება იყო.