საქართველოში მოქმედი მიკრობიოლოგიური ლაბორატორიები ევროპულ სტანდარტებზე გადავლენ

საქართველოში მოქმედი ყველა მიკრობიოლოგიური ლაბორატორია ეტაპობრივად გადავა ევროპაში ფართოდ მიღებულ ე.წ ეუკასტის სტანდარტებზე. ამ საკითხს თბილისში სპეციალური კონფერენცია მიეძღვნა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული ლაბორატორიების გამართული მუშაობა აუცილებელია, რათა ქვეყანა მსოფლიოში ერთ -ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას, ანტიბიოტიკურ რეზისტენტობას ეფექტიანად შეებრძოლოს. ახალ სტანდარტზე გადასვლის გადაწყვეტილება ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იქნა მიღებული.