სტამბებში დახარვეზებული საარჩევნო ბიულეტენები ნადგურდება. საოლქო საარჩევნო კომისიებმა ბიულეტენების საჭირო რაოდენობა სტამბებიდან უკვე გაიტანეს.
წუნდებული ბიულეტენების განადგურება კი შესაბამისი პროცედურების შემდეგ უფლებამოსილ პირებთან ერთად დაიწყო.
ცესკო-ს საფინანსო დეპარტამენტის უფროსი განმარტავს რომ, საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვისას დახარვეზებული დოკუმენტები კანონის შესაბამისად ნადგურდება.