სტამბებში დახარვეზებული ბიულეტენები ნადგურდება

18:17, 26.11.2018

სტამბებში დახარვეზებული საარჩევნო ბიულეტენები ნადგურდება. საოლქო საარჩევნო კომისიებმა ბიულეტენების საჭირო რაოდენობა სტამბებიდან უკვე გაიტანეს.

წუნდებული ბიულეტენების განადგურება კი შესაბამისი პროცედურების შემდეგ უფლებამოსილ პირებთან ერთად დაიწყო.

ცესკო-ს საფინანსო დეპარტამენტის უფროსი განმარტავს რომ, საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვისას დახარვეზებული დოკუმენტები კანონის შესაბამისად ნადგურდება.

მსგავსი