სსმ-ს სამეურვეო საბჭო რეგიონებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნას იწყებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო რეგიონებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნას იწყებს. კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ოთხ რეგიონში ანალიტიკური კვლევა უკვე ჩატარდა.
სამეურვეო საბჭოს წევრებმა მოკვლევის შედეგები რეგიონებში მომუშავე სპეციალისტებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.
კვლევის მიხედვით, საქართველოს პირველი არხი რეგიონებში მაღალი სანდოობით და ყურებადობით სარგებლობს. სამეურვეო საბჭოში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მაუწყებელმა რეგიონებში არსებული მოთხოვნები გაითვალისწინოს.
სამომავლოდ საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა საქართველოს ყველა რეგიონში იგეგმება. არსებული კვლევა სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და იმერეთში ჩატარდა.