პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის სხდომა მიმდინარეობს.
ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ღია კონკურსში რვა კანდიდატი მონაწილეობას. ესენი არიან: მალხაზ ასლამაზაშვილი, დონარა შონავა, მიხეილ ჩიკვილაძე, ზაალ ანჯაფარიძე, მიხეილ ჭიაურელი, მანანა ღოღობერიძე, ნინო მინდიაშვილი და ია მამალაძე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე საქართველოს პარლამენტმა ღია კონკურსი 8 თებერვალს გამოაცხადა, კანდიდატის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა 21 თებერვალს დამტკიცდა.
კომისია ღია კონკურსში მონაწილე რვა კანდიდატიდან ჯერ შეარჩევს სამს, მათგან კი შეირჩევა სამეურვეო საბჭოს ერთი კანდიდატი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზაზა შათირიშვილმა პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით 24 დეკემბერს მიმართა. ზაზა შათირიშვილი სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყო არჩეული.