სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მოთხოვნა

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, 1937-1938 წლებში, ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილთა ბათუმში აღმოჩენილი ნეშტებისთვის დნმ-ს ანალიზის ჩატარებას ითხოვს.

სრულაიდ საქართველოს მუფთის ბეგლარ ქამუშიძის თქმით, იმ სახელობით სიაში, სადაც რეპრესირებულთა გვარებია, 60-70 % მუსლიმი მრევლი და სასულიერო პირებია, შესაბამისად უნდა მოხდეს ვინაობის დადგენა, რათა შესაბამისად ჩატარდეს დაკრძალვის პროცედურები.