ადამ შანთაძის განცხადება

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტის მოადგილის, ადამ შანთაძის განცხადებით, ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა, სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით კანონში ცვლილების შეტანაზე, დისკრიმინაციულია. მისი განმარტებით, როგორც შეზღუდვებით, ისე შეღავათებითა და პრივილეგიებით, ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენლები ერთნაირად უნდა სარგებლობდნენ.

როგორც მუფტის მოადგილემ განაცხადა, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები ირაკლი სესიაშვილს შეხვდნენ, შეხვედრა შედეგზე ორიენტირებული იყო, თუმცა შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს და პარლამენტარებთან ერთად, პრობლემის მოსაგვარებლად კონსულტაციებსა და მსჯელობას ერთ კვირაში განაახლებენ.