დაჭრილია მორაგბე და საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი რამაზ ხარაზიშვილი, რომელსაც დღეს ფეხში ესროლეს. შემთხვევა სამუშაო საათებში მოხდა. საინიციატივო ჯგუფის წევრთა ნაწილის განმარტებით, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ისროლა. ფაქტზე ჯერ არავინ არის დაკავებული. დღევანდელ შემთხვევას წინ შიდა დაპირისპირება უძღოდა, რის გამოც ივლისში პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა. რაგბის კავშირში რამდენიმე თვის წინ შექმნილ საინიციატივო ჯგუფს კავშირის მიმართ არაერთი პრეტენზია აქვს. ჯგუფის წევრები რაგბიში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ. ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე მათ რაგბის კავშირის გამგეობის გადადგომა მოითხოვეს. ცნობილი ხდება ისიც, რომ რაგბის კავშირის ფინანსურ დოკუმენტაციას სამართალდმცავები იკვლევენ.