ირანისა და ავღანეთის საზღვარზე სროლის შედეგად ორი ირანელი მესაზღვრე და „თალიბანის“ მებრძოლია დაღუპული. „როიტერის“ ინფორმაციით, არიან დაჭრილებიც. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია შეტაკებების პროვოცირება, თუმცა ეს ინციდენტი წყლის უფლების შესახებ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე მოხდა. ირანი ავღანეთს 1973 წელს გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს, რომლის მიხედვითაც, ავღანეთს წლიურად ირანისთვის გარკვეული რაოდენობის წყლის მიწოდების ვალდებულება აქვს. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.