სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ საუკეთესო სპორტსმენებად როჯერ ფედერერი და სერენა უილიამსი დაასახელა
სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ 2017 წლის ლაურეატები გამოავლინა. გამოკითხვაში მონაწილე 112 ქვეყნის 517-მა ჟურნალისტმა მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენებად ჩოგბურთელები დაასახელა – მამაკაცებში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, რომელმაც რონალდუსა და მესის გაასწრო. ქალებში საუკეთესოდ ამერიკელი სერენა უილიამსი აღიარეს.
უილიამსის საუკეთესო სპორტსმენად არჩევა დიდი მოულოდნელობა იყო, რადგან იანვარში ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემდეგ, ფეხმძიმობის გამო, კორტზე აღარ გასულა.