ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებულია

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას მასტერსის გამარჯვებულია. ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანელი მეტოქე ორ სეტში – 7-6, 6-2 დაამარცხა. მატჩის პირველი სეტი განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა. უნდა აღინიშნოს, რომ დოჰას მასტერსზე ბასილაშვილმა ფინალში გასასვლელად ჩოგბურთის ლეგენდას, როჯერ ფედერერსაც მოუგო.