დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების სპორტულ დაწესებულებებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ინვენტარი და ეკიპირება გადასცა. ინვენტარის გადაცემის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წევრებმა. პროცესს დაესწრნენ ვეტერანი სპორტსმენებიც.