ახალი სპორტული ცენტრის მშენებლობა

თბილისის მერმა ლადო ასათიანის ქუჩის #50-ში, სპორტული ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. სპორტულ ცენტრში განთავსდება ფიტნეს დარბაზი, კრივის რინგი, კალათბურთის დარბაზი, ასევე საშხაპეები და გასახდელები. მშენებლობა გასული წლის ივნისში დაიწყო და მისი დასრულება წელს, შემოდგომაზე იგეგმება. პროექტის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარი გამოიყო.