პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“- ფარგლებში, გორში, სამხედრო აკადემიის რეკრეაციულ სივრცეში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სპორტული აქტივობები გაიმართა.
30-ზე მეტი შშმ პირი ერთმანეთს პეინტბოლში, მაგიდის ჩოგბურთში, მიზანში სროლასა და ბილიარდის ტურნირში შეეჯიბრა.
სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმაც მიიღეს. გამარჯვებულებს მედლები და სიგელები გადაეცათ.